2019-08-14 15:33:15
ივლისში არის ვიზიტორების კლება და აქ ნეგატიური როლი შეასრულა 20 ივნისის მოვლენებმა - თურნავა

ივლისში არის ვიზიტორების კლება და აქ ნეგატიური როლი შეასრულა 20 ივნისის მოვლენებმა - ეს განცხადება, ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ნათია თურნავამ ტურიზმისა აეროპორტებში მგზავრთნაკადების სტატისტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მისი თქმით, ტურიზმის სექტორში წლიური დაახლოებით 20 პროცენტიანი ზრდა იყო დაგეგმილი.

„ივლისის სურათი, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული, რადგან 20 ივნისის მოვლენები იყო წყალგამყოფი, როდესაც ჩვენი აღმასვლა და დადებითი ტენდენცია ძალიან სერიოზულად დაზიანდა. ივლისის სტატისტიკა უკვე გვიჩვენებს, ამ თვალსაზრისით საკმაოდ შემცირებულ ზრდის ტემპებს და მათ შორის, თუნდაც აეროპორტების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე