2019-08-14 15:24:58
არანაირი სიმბოლიზმი და მესიჯი, სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ის უნდა ყოფილიყო იმ პოზიციაზე, რომელზეც დაინიშნა - გაბუნია სირაძის დაწინაურებაზე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია, საპატრულო პოლიციის უფროსად ვაჟა სირაძის დანიშვნას, და ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება, რომ სირაძე 20 ივნისის განვითარებული პროცესების გამო დააჯილდოვეს. 

გაბუნია ამბობს, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და გადაწყვეტილება უწყებამ შიგნით, ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიიღო. 

„ეს არ იყო ჩვეულებრივი ვითარება და თუკი ვინმე ხედავს მის ქმედებაში რაიმე უკანონოს ან უფლებამოსილების ფარგლების გადალახვას, მაშინ ბუნებრივია უნდა ვისაუბროთ ასე, თუმცა მე ამას ასე არ ვუყურებ. კანონმდებლობა დგინდება აბსოლუტურად სხვა სტანდარტებით და არა უბრალოდ პოლიტიკური კომენტირებით და შეფასებით ფაქტის, რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჩემთვის ეს არის რიგით, ჩვეულებრივი საკადრო გადაწყვეტილება შს სამინისტროში შიგნით. არაფერი ამის იქით განმარტება, სიმბოლიზმის დანახვა, მესიჯის ან გზავნილის, როგორც არის მცდელობა, რომ ასე იყოს აღქმული, მე ამას ვერ ვხედავ. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ის უნდა ყოფილიყო იმ პოზიციაზე, რომელზეც ახლა დაინიშნა და სისრულეში იქნა მოყვანილი ეს გადაწყვეტილება,“-განაცხადა გაბუნიამ.

ვაჟა სირაძე 20 ივნისის აქციის დარბევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია

პატრულის მაღალჩინოსანი, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა. მან ძალის გამოყენებით და კანონის დარღვევით გააძევა პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ნიკა მელია.

ამავე თემაზე