2019-08-14 14:30:11
"ხალვაში გაყიდის თუ არ გაყიდის ტელევიზიას, უნდა იცოდეს, რომ საკითხი არ გადახდილი გადასახადის ამ ტელევიზიის წინაშე იდგება" - მაჭავარიანი 

„ქიბარ ხალვაში გაყიდის თუ არ გაყიდის ამ ტელევიზიას, მანაც უნდა იცოდეს, რომ საკითხი არ გადახდილი გადასახადის ამ ტელევიზიის წინაშე იდგება“- ეს განცხადება, ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.

ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ დავალიანების მქონე ტელევიზიებისთვის ვალის ჩამოწერა არ იგეგმება, თუმცა სახელმწიფო წავა დათმობაზე და მათთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, მაგალითად ვალის რესტრუქტურუიზაციაზე.

კითხვაზე უკავშირდება თუ არა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა, დროულად მოახდინონ ტელევიზიებმა მიმდინარე საგადასახადო დავალიანების გადახდა, ქიბარ ხალვაშის განცხადებას, „რუსთავი2“-ის გაყიდვასა და გაყიდვის მიზეზებზე, მაჭავარიანი ამბობს, რომ არა.

„თქვენ თუ გგონიათ, რომ ვიღაცას რაღაცა ტიპის შეღავათს ვუკეთებთ, არა. პირიქით. მათ შორის გაყიდვის შემთხვევაშიც, ახალმა მყიდველმაც უნდა იცოდეს, რამხელა დავალიანებაზე არის საუბარი. ბოლო პერიოდში ყიდვა-გაყიდვაზე იყო საუბარი და არც ერთხელ მკაფიოდ არ თქმულა რამხელა ვალი აქვს და რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ ბიუჯეტის წინაშე, ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტეთ ამის აქტივიზაცია,“-აცხადებს მაჭავარიანი.

ამავე თემაზე