2019-08-14 14:21:41
28 მილიონი "რუსთავი2"-ს, "იმედს" 19 მილიონი, "მაესტროს" 8 მილიონზე ცოტა მეტი - მაჭავარიანი ტელევიზიების დავალიანებაზე 

ყველაზე დიდი დავალიანება გააჩნია "რუსთავი2"-ს, "იმედს" და "მაესტროს" - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. 

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მედია არათანაბარ პირობებში იმყოფება, რადგან პატარა ტელევიზიები პატიოსნად იხდიან გადასახადებს, მაშინ როდესაც დიდი ტელეკომპანიები გადასახადს არ იხდის, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მედიასაშუალებები. 

მაჭავარიანის განცხადებით, წლების განმავლობაში არსებობდა მანკიერი პრაქტიკა ვალის ჩამოწერის, რაც უნდა დასრულდეს. 

ფინანსთა მინისტრი სთავაზობს ზემოაღნიშნული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს, მივიდნენ რესტრუქტურიზაციის საკუთარი შეთავაზებით და დაიწყოს ეტაპობრივი გადახდა დავალიანების. გარდა ამისა, მაჭავარიანის განცხადებით, საჭიროა მათ დაიწყონ მიმდინარე დავალიანების დაფარვა. ძველ დავალიანებებზე კი შესაძლებელია შეთანხმება. 

„რამდენიმე ტელევიზიას აქვს მსხვილი დავალიანება, "იმედი", "რუსთავ2" და მაესტრო. "რუსთავს" აქვს 28 მილიონის ფარგლებში, "იმედს" 19 მილიონის ფარგლებში, ხოლო "მაესტროს" 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო წლების განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანება.

ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა ჩამოწერა, მე მგონი დადგა დრო რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს. მოტივი ის არის სხვა ტელევიზიები, გაცილებით პატარა, მაგრამ ისინი არ აგროვებ დავალიანებას და იხდიან გადასახადს და მე მგონი ეს არის უსამართლო.

ეს საგადასახდო სივრცეში ვართ და ვერავინ ვერ იტყვის რა დააშავეს ამ ადამიანებმა რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს. აუცილებელია ყველამ დაიწყოს გადახდა.

ძველი დავალიანება არის ძალიან დიდი, გაუჭირდებათ ერთბაშად გადახდა და შესაძლოა მატ ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს და ეს ჩვენს ინტერესში არ არის.

მინდა მივმართო ტელევიზიებს და მოვუწოდო, უახლოეს ვადაში მოვიდნენ შემოთავაზებით როგორ ხედავენ რესტრუქტურიზაციის საკითხს. თუმცა პირველ რიგში რაც არის ყველაზე მთავარი, რაც დღეიდანვე უნდა მოხდეს, მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს სულ ყველამ და აღარ მოხდეს ვალის დაგროვება.

მესმის, რომ ეს პოლიტიკურად სენსიტიური სექტორია, მაგრამ უპრველესყოვლისა ეს არის ბიზნეს სექტორი, რომელზეც თვითონ გადამხდელი ადასტურებს რომ გადასახდელი აქვს, რა საკვირველია ეს ნაწილი, ხვალიდანვე უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს მიმდინარე დავალიანების გადახდა და აღარ აგროვებს ვალებს.

ამ თვეს დაგენირირებული გადასახადი და მერე გავიდეთ უკან და მაგაზეც შევთანხმდებით. ძველი არის დღემდე არსებული დავალიანებები.

აქვე მინდა მზაობა განვაცხადო იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვიქნებით და შევალთ ბიზნესის მდგომარეობაში,"-განაცხადა მაჭავარიანმა. 

ამავე თემაზე