2019-08-14 12:05:20
თბილისის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე, 3 მლნ 597 ათასი ლარით მეტი დაიხარჯა 

თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 6 თვეში თბილისის ბიუჯეტიდან ხელფასებზე 38 მლნ 722,3 ათასი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3 მლნ 597 ათასი ლარით აღემატება. 

6 თვის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში, საქალაქო სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებში შრომის ანაზღაურებაზე 13 მლნ 105.3 ათასი ლარი დაიხარჯა, ხოლო თბილისის საკრებულოში შრომის ანაზღაურებაზე - 2 მლნ 875.2 ათასი ლარი.

ამავე თემაზე