2019-08-13 19:00:34
ფორმულა კრეატივმა მაუწყებლობის უფლების მისაღებად კომუნიკაციების კომისიას მიმართა

ფორმულა კრეატივმა მაუწყებლობის უფლების მისაღებად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. არხი მაუწყებლობის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას, On.ge ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, "ფორმულა კრეატივს" საერთო მაუწყებლობის (საინფორმაციო და გასართობი პროგრამების) დაწყება სურთ, არხის ნახვა კი მთელი საქართველოს მასშტაბით, "სახლის ანტენებით", სატელიტური თეფშითა და საკაბელო კომპანიების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ფორმულა კრეატივმა არხის გახსნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ არხი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით იქმნება.

ამავე თემაზე