2019-08-13 18:53:47
"რუსთავი 2-ის" ყიდვის სურვილი ამ დრომდე არავის გამოუთქვამს

"რუსთავი 2-ის" ყიდვის სურვილი, ამ დრომდე არავის გამოუთქვამს. ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. 

პაატა სალია არ აკონკრეტებს, თუ რამდენი პროცენტის გაყიდვას აპირებს ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, ის დაელოდება პოტენციური მყიდველის შეთავაზებას.

კითხვაზე, რატომ იყო წარდგენილი გასაყიდად "რუსთავი 2" ნეგატიურ კონტექსტში, პაატა სალია აცხადებს, რომ პოტენციური მყიდველისთვის ცნობილი უნდა იყოს ის დავალიანებები, რომელიც კომპანიას გააჩნია.

„ჩვენ წარვადგინეთ ის რეალური ვითარება, რაც არის. შელამაზებული რომ წარგვედგინა როგორ გგონიათ პოტენციური მყიდველი გამოჩნდებოდა და არ გადაამოწმებდა და  ვერ გაიგებდა რეალობას? ანუ ტყუილად დაგვეწყო ურთიერთობა პოტენციურ მყიდველთან. ჩვენ ვთქვით და თუ გამოჩნდება, გამოჩნდება. თუ არ გამოჩნდება, გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არის ძალიან მარტივი,“-განაცხადა პაატა სალიამ.

ამავე თემაზე