2019-08-13 18:51:53
ხალვაშმა 2007 წელს მიმართა პროკურატურას, მათაც არავინ უშლიდა ხელს განეხორციელებინათ იგივე მოქმედებები - სალია დვალს პასუხობს 

ხალვაშმა 2007 წელს მიმართა პროკურატურას, მათაც არავინ უშლიდა ხელს განეხორციელებინათ იგივე მოქმედებები, რასაც დღეს ახორციელებენ - ეს განცხადება, "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. 

პაატა სალიამ დავით დვალის განცხადებას უპასუხა, რომელმაც პოტენციურ მყიდველებს მოუწოდა არ შეიძინონ "რუსთავი 2," რადგან დავა ამ ქონებაზე, დღესაც მიმდინარეობს. დვალის შეფასებით, ის, ვინც შეიძენს "რუსთავი 2-ს," არაკეთილსინდისიერი მყიდველი იქნება.

პაატა სალიას განცხადებით, ნებისმიერი პირს შეუძლია გამოთქვას სურვილი შეიძინოს "რუსთავი 2." რაც შეეხება დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძისა და ია კიწმარიშვილის სამართლებრივ დავებს, სალიას თქმით, მათ შეუძლიათ ისე იმოქმედონ, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ. 

„რაც შეეხება კეთილსინდისიერ შემძენს, ეს იქნება სასამართლოს დასადგენი, სასამართლოს პრეროგატივა, იქნება თუ არა ეს პირი კეთილსინდისიერი შემძენი, ვინც შეიძენს და თუ შეიძენს, თუ გამოჩნდა ასეთი მსურველი პირი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის აქიმიძესაცდვალასაც და კიწმარიშვილსაც შეეძლებათ თავიანთი განცხადებები გააკეთონ ამასთან დაკავშირებით და ის სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან, რასაც ფიქრობენ, რომ საჭიროა. ერთ რამეს ვიტყვი, რომ ქიბარ ხალვაშს 2007 წლიდან ჰქონდა მიმართული საქართველოს პროკურატურისთვის, ასევე 2015 წელს მიმართა საქალაქო სასამართლოს. ეს ყველაფერი განხორციელდა ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში, შესაბამისად მათაც არავინ უშლიდა ხელს თავის დროზე განეხორციელებინათ ის მოქმედებები რაზეც ახლა საუბრობენ,“-განაცხადა პაატა სალიამ.  

ამავე თემაზე