2019-08-13 18:35:07
ეს არის სპექტაკლი, რეჟისორი არის ივანიშვილი - დვალი "რუსთავი 2"-ის შესაძლო გაყიდვაზე

ეს არის სპექტაკლი, რეჟისორი არის ივანიშვილი - ამ განცხადებას, "რუსთავი2"-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა გააკეთა. მისივე თქმით, ივანიშვილის ამოცანა ახლა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

„პირველ რიგში ყველაზე მოულოდნელი იყო ვადები, რომ ასე სწრაფად ხდება ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ჩქარობს და მოელის ჩვენგან და იგივე ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრისგან, რაღაც ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს. ზუსტად ამით ვხსნი იმას, რომ რაღაც ჯერ ეგ ერთი დაუგეგმავად, სრულად ადრე მოხდა და ის ვადა ერთკვირიანი, რომელიც გამოცხადდა. ეს ერთკვირიანი გამჭირვალე პროცესი არის ჩვეულებრივი სპექტაკლი მაყურებლისთვის. მე მინდა გავაფრთხილო ის პოტენციური მყიდველი, რომელიც გამოჩნდება არენაზე და რომელსაც ალბათ უშუალოდ და პირადადაც გავაფრთხილებ, რომ ვერანაირად ვერ გამოვა ის ამბავი, რომ ის იყოს კეთილსინდისიერი შემძენი. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ საქმე გვაქვს გამოძიებაში და მთავარმა პროკურატურამ ჩვენ გვცნო დაზარალებულად. ეს ნიშნავს უკვე  იმას, რომ გამოიკვეთა დანაშაული ჩვენს მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ წართმეული იყო ეს ტელევიზია. მაინც შეიძენს, მაგრამ სტატუსი არ ექნება კეთილსინდისიერი შემძენის.

"რეჟისორი არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა რეჟისორს მე აქ ვერ ვხედავ. ჯერ ჯერობით სახელი და გვარი ჩვენ არ ვიცით, მან იცის. უკვე გადაწყვეტილია დარწმუნებული ვარ და ის აუცილებლად იქნება ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ანუ ადამიანი რომელსაც ის ენდობა თავიდან ბოლომდე. ის სამწუხარო პროცესები, რომელსაც ვპროგნოზირებდით, გაძლებას გისურვებთ თქვენ და წარმატებებს მაგრამ მგონია, რომ ნელ-ნელა დაიწყება უკვე ის მექანიზმები, იმაზე ლაპარაკი, რომ ჯგუფის შევიწროებაზე, საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა და ა.შ. ეგ ყველაფერი უკვე ახალი მფლობელის პირობებში მოხდება.“

ამავე თემაზე