2019-08-13 18:14:42
გვარამიას საქმე - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატმა გაასაჩივრა

ნიკა გვარამიას ადვოკატმა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს შეფარდების თაობაზე, გაასაჩივრა. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ მოსამართლე კერატიშვილს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უკანონოა.

„მოსამართლე კერატიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე არის უკანონო და ვითხოვთ ამ განჩინების გაუქმებას. არაერთი საფუძველი გვაქვს ამისთვის. მაგალითად, მოსამართლემ იმ ვარაუდის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, მიუთითა საქმის მასალები, რომელიც სასამართლოს ფიზიკურად არ უნახავს, იმიტომ, რომ პროკურატურამ შუამდგომლობით მოიტანა მხოლოდ 6 ტომი და დანარჩენი მასალები არ მოუტანია და სასამართლოს მოხსენიებული აქვს ის მასალები, რომელიც ფიზიკურად საქალაქო სასამართლოში არ მოხვედრილა,“ - განაცხადა საძაგლიშვილმა.

კიდევ ერთი სანქცია, რომელიც საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას დააკისრა, საზღვარგარეთ მოგზაურობაზე შეზღუდვებია.

ამავე თემაზე