2019-08-13 15:39:09
ტვ "პირველში" გამომძიებლებმა მუშაობა დაასრულეს

ტვ "პირველში" გამომძიებლებმა მუშაობა დაასრულეს. შსს-ს კიბერდანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომლები შენობაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 224 -ე და 286-ე მუხლებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებას იგივე ადამიანები ატარებენ, ვინც ერთი წლის წინ "თიბისი" ბანკზე კიბერშეტევის საქმე ჩაიბარა, თუმცა ვერაფერი გამოიძია. იმის მიუხედავად რომ მაშინ იცოდნენ მისამართი - რუსთაველის 12, საიდანაც ბანკზე, კიბერშეტევა მოხდა.

ამავე თემაზე