2019-08-13 15:02:21
რომელიც არ აინტერესებს, იმ კანდიდატთან გასაუბრებისას სატელევიზიო ეთერებში და შეიძლება, გასარუჯად დადის - გვრიტიშვილი დოლიძეზე 

ანა დოლიძე შერჩევითად უდგება მოსამართლეობის კანდიდატებს - ეს განცხადება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის სხდომის თავმჯდომარემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, დოლიძე არ უსმენს იმ კანდიდატებს, რომელიც არ აინტერესებს და იმ კანდიდატთან გასაუბრებისას სატელევიზიო ეთერებში და შეიძლება, გასარუჯად დადის.

„მე თუ მკითხავთ, ფორმალური ანა დოლიძის მონაწილეობაა. შერჩევითად უდგება კანდიდატებს, რომელიც აინტერესებს, იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელიც არ აინტერესებს, იმ დროს დადის სატელევიზიო ეთერებში, შეიძლება, დადის გასარუჯად, შემდგომ ამას ამართლებს, რომ თითქოს რაღაც სამედიცინო გამოკვლევაზე იყო, თუმცა სათანადო წესით, კანონით განსაზღვრული დოკუმენტებით ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობაა ფორმალური, თორემ საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ საათობით, დილიდან დაღამებამდე ყველა კანდიდატს ვეპყრობით თანასწორად, კითხვები თანაბარი სირთულისაა. ისინი კი არჩევენ კანდიდატებს იმის მიხედვით, რომელი კანდიდატია მათთვის სიმპათიური, დაუსვამენ თუ არა შეკითხვებს და რა ფორმით", - აღნიშნა გვრიტიშვილმა.

ამავე თემაზე