2019-08-13 14:10:48
თბილისში, ძაღლების ჩხუბის გამო 17 წლის ახალგაზრდას თავში ესროლეს

დაჭრა ჩიქობავას ქუჩაზე - ძაღლების ჩხუბის გამო 17 წლის ახალგაზრდას თავში ესროლეს. ცეცხლი არასრულწლოვანს 37 წლის მამაკაცმა გაუხსნა. შემთხვევა 4 დღის წინ მოხდა. 

არასრულწლოვანი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მისმა ძაღლმა სხვა ძაღლს უკბინა. ამ ყველაფერს კი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც 37 წლის მამაკაცმა 17 წლის ახალგაზრდას თავის არეში იარაღიდან ესროლა.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია და მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე