2019-08-13 13:37:14
ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ადვოკატები და არა ივანიშვილი - თალაკვაძე 

ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები - ასე პარლამენტის თავმჯდომარე უპასუხა კითხვას - დგას თუ არა ქიბარ ხალვაშის უკან, ბიძინა ივანიშვილი. 

კითხვას - ფაქტი, რომ  ქიბარ ხალვაში წლების განმავლობაში ცდილობდა წართმეული ქონების უკან დაბრუნებას და ახლა 1 თვეში ყიდის საეჭვოდ ეჩვენება თუ არა, პარლამენტის თავმჯდომარე უპასუხოდ ტოვებს.

სამაგიეროდ არჩილ თალაკვაძე აქცენტს, ტელეკომპანიის დავალიანებაზე აკეთებს.

„ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესებს იცავენ. რაც შეეხება ტელევიზიის საკუთრებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არაერთი ინფორმაციაა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თუ რა პრობლემები იყო ტელეკომპანიაში. შესაბამისად, შეფასებები საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.

მედიაპლურალიზმს აჩვენებს მიკროფონების რაოდენობა, რომელიც ახლა აქ არის წარმოდგენილი. საქართველო იმსახურებს, რომ ჰყავდეს პროფესიონალური, ობიექტური, ეთიკური და თავისუფალი მედია, რომელიც დასავლური სტანდარტებით მაუწყებლობს. ჩვენ ამ პრინციპების დამცველი ვიყავით აქამდეც და ვიქნებით მომავალშიც. დანარჩენი შეფასებები თქვენით გააკეთეთ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე