2019-08-13 10:33:19
ნიკა გვარამიას ადვოკატი დღეს სააპელაციო საჩივარს შეიტანს

სააპელაციო სასამართლოში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს დღეს ნიკა გვარამიას ადვოკატი. საძაგლიშვილის თქმით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება გირაოს თაობაზე უნდა გაუქმედეს.

“მოლოდინი არ გვაქვს, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ვიცით რა მდგომარეობაა სასამართლოში, განსაკუთრებით სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ჩვენ დაცვის ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას გირაოს სახით 40 000 ლარი შეუფარდა, რითაც სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთი ღინისძიების სახით 80 000 ლარიანი გირაოს შესახებ ნაწილიბრივ დააკამყოფილა. ამასთან, გვარამიას ეკრძალება ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება. 

ამავე თემაზე