2019-08-12 18:31:56
ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი, ალბათ, გახდება მამუკა ხაზარაძე - ხუხაშვილი

მამუკა ხაზარაძის ემირ პოლიტიკური მოძრაობის შექმნის დაანონსებას, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეხმაურება. 

ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ დღევანდელი საჯარო განაცხადის შემდეგ, "ქართული ოცნება" TBC ბანკის დამფუძნებელზე, ახალ შეტევას განახორციელებს. 

„ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი, ალბათ, გახდება მამუკა ხაზარაძე ...ეს გადაწყვეტილება საკმაოდ საინტერესოა და სახელმწიფოებრივადაც ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პოლიტიკური სივრცის გახსნა და მამუკა ხაზარაძე იქნება ამის ინსტრუმენტი გარკვეულწილად. რამდენად წარმატებული იქნება, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას არ აქვს პოლიტიკაში გამოცდილება, გასაგებია, რომ ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი, ალბათ, გახდება მამუკა ხაზარაძე. ვითარებაში, როდესაც საკონტროლო პაკეტი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება, დაიჭიროს ე.წ. ოქროს გასაღები ხელში, ანუ მასზე გახდეს დამოკიდებული, თუ რომელ მხარეს შედგება მმართველი კოალიცია. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა ხაზარაძეს მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტაცია აქვს, დეკლარირებული, ეს ნიშნავს, რომ ალბათ, უფრო სხვა კოალიციაში, სხვა მიმართულებით უნდა ველოდოთ, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამავე თემაზე