2019-08-12 17:20:17
კლინიკა „ლანცეტის“ მფლობელს სასამართლომ დამატებით 4 წელი მიუსაჯა

კლინიკა „ლანცეტის“ მფლობელ ფარმან ჯეირანლის, რომელიც ციხიდან 20 აგვისტოს უნდა გამოსულიყო, სასამართლომ დამატებით 4 წელი მიუსაჯა. მას ბრალად თაღლითობა ედება. ფარმან ჯეირანლი დააპატიმრეს 2017 წელს, როდესაც მის კლინიკაში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ორივე პაციენტს - გიორგი ჩუბინიძესა და კარლო კეკელიძეს კლინიკაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთდა. „ლანცეტის“ მფლობელი პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავეს.

ჯეირანლი ბრალს არ აღიარებს. 

ამავე თემაზე