2019-08-12 17:14:13
"მალე "რუსთავი 2"-ის ადგილას აშენდება კორპუსები და ამით დამთავრდება "რუსთავი 2"-ის ისტორია“- უდუმაშვილი

"მალე "რუსთავი 2"-ის ადგილას აშენდება კორპუსები და ამით დამთავრდება "რუსთავი 2"-ის ისტორია“-ამ განცხადებით, ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერი ზაალ უდუმაშვილი, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას ეხმაურება, გაყიდოს "რუსთავი2". 

უდუმაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს მიწასთან გაასწოროს "რუსთავი 2" და ძალიან მალე ეს ასეც იქნება.  

„ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ. საერთოდ არ არის სიურპრიზი. ივანიშვილის მიზანი საერთოდ არ არის ამ ტელევიზიის შენარჩუნდება თუნდაც რაიმე სხვა ფორმით. ახლა ივანიშვილის მთავარი მიზანი არის ამ ამ 7 წლიანი ომის შემდეგ მოიგო რა და დაეუფლა რა ამ ტელევიზიას ახლა მისი მთავარი მიზანია ყველა ფორმით დაამციროს, გაანადგუროს ეს ტელევიზია და მიწასთან გაასწოროს. მიწასთან გაასწოროს რომ ვიძახი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ძალიან მალე რუსთავი 2-ის ადგილას აშენდება საცხოვრებელი კორპუსები და ამით დამთავრდება რუსთავი 2-ის ისტორია. ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ რამე გარანტიები ექნება ვისაც მიყიდის ივანიშვილი ამ ტელევიზიას. იმიტომ, რომ ახლა რაში სჭირდება ისეთი ადამიანი ვინც ისევ ტელევიზიის გაკეთებას მოჰკიდებს ხელს. ბუნებრივია ისეთ ადამიანს უნდა გადასცეს ეს ტელევიზია ვინც ბოლომდე გაანადგურებს მას,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

ამავე თემაზე