2019-08-12 17:10:22
არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2“ შეიძინოს, სააკაშვილის გარდა ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს - სალია

არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2“ შეიძინოს, სააკაშვილის გარდა ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს - ეს განცხადება, "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. პაატა სალიას თქმით, 

მისთვის უცნობია კონკრეტულად რა თანხას მოითხოვს ქიბარ ხალვაში, თუმცა ის აცხადებს, რომ კომპანიის 100% -იანი წილის მფლობელი მზად არის ნებისმიერ ბიზნესმენთან დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. 

"ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაინტერესების თაობაზე ჩემთვის უცნობია. ქიბარ ხალვაშმა ერთი პირი დაასახელა. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს. მიხეილ სააკაშვილის გარდა ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს,"-განაცხადა სალიამ. 

ამავე თემაზე