2019-08-12 15:32:12
სალია გვარამიას სასამართლოში უჩივლებს

"კომპანიის გაკოტრება ხდებოდა წლების განმავლობაში" - სალია გვარამიას სასამართლოში უჩივლებს. განცხადება ამის შესახებ, "რუსთავი2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

პაატა სალია მენეჯმენტის მხრიდან აღებულ დიდ რაოდენობის პრემიებზე საუბრობს. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიასგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. 

„ყველაფერი ეს გვაძლევს, იმ ეჭვის საფუძველს, რომ კომპანიის გაკოტრება ხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაშ მისი ფიდუციური ვალდებულებების დარღვევის გამო. კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“-განაცხადა პაატა სალიამ. 

ამავე თემაზე