2019-08-12 14:22:19
ჩხარტიშვილი, კეზარაშვილი თუ ჯოხთაბერიძე - ვინ იყიდის რუსთავი 2-ს

"პირველი რადიოს" ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რუსთავი2"-ის ახალი, 100% წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში, კომპანიის გაყიდვას გეგმავდა დადასტურდა. ხალვაშმა დღეს განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ "რუსთავი2"-ს ყიდის, მიზეზი კი ფინანსური კრიზისი დაასახელა. მისი თქმით კომპანია გაკოტრებულია. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია "პირველმა რადიომ" ჯერ კიდევ 19 ივლისს გაავრცელა. 

ვრცელდება სავარაუდო გვარებიც. წყაროს ცნობით, "რუსთავი2"-ს ორი მთავარი მყიდველი ჰყავს - ბიზნესმენები გია ჯოხთაბერიძე და ვანო ჩხარტიშვილი. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რუსთავი2"-ის ყიდვა შესაძლოა დავით კეზერაშვილმაც მოინდომოს. 

ხალვაშმა მინიშნება იმის შესახებ, რომ ის სამომავლოდ კომპანიის გაყიდვას გეგმავდა ჯერ კიდევ სასმართლო დავების მიმდინარეობისას 2017 წლის 2 მარტს ტვ პირველის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ის მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი არ იქნებოდა.

"მე ვარ კომერსანტი. ვარ ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ბიზნესს იმისთვის, რომ თავისი ქონება გამრავლდეს. მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ დავიცვა პარტიული ინტერესი ან გავამრავლო ჩემი ქონება, ეს პრაქტიკაში არსებობს. 2 წლის განმავლობაში ვიყავი ხელმძღვანელი, ის არ გამომიყენებია არცერთი კონკურენტის წინააღმდეგ, არ გამიკეთებია არცერთი კრიტიკული გადაცემა რომელიმე ბიზნესის საწინააღმდეგოდ, ასე რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება. ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება და ჩემი ზარალის ნაწილის ანაზღაურების საშუალება. მე არ ვაპირებ გაყიდვას, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები",

"პირველი რადიოს" ინფორმაციით რუსტავი 2-ს შესაძლო მყიდველებს შორის ბიზნესმენები გია ჯოხთაბერიძე და ვანო ჩხარტიშვილი განიხილებიან.

ამავე თემაზე