2019-08-12 14:03:45
"როგორც შემატყობინეს, ქართული ოცნება აპირებს გვარამიას გირაოს გადახდას...." - ხუხაშვილი

"როგორც შემატყობინეს, ქართული ოცნება აპირებს გვარამიას გირაოს გადახდას...." - ამ განცხადებას, ექსპერტი გია ხუხაშვილი აკეთებს. 

ამის შესახებ ხუხაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, თუმცა გვარამიამ თქვა, რომ აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებს. დღეს გვარამიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ის მხარდამჭერებს და თანამოაზრეებს მიმართავდა არ გადაიხადონ მისი გირაო. 

გვარამიას ინფორმაციით, გირაოს თანხის შეტანა სპეცანგარიშზე მასთან შეუთანხმებლადაც შეიძლება. 

ამავე თემაზე