2019-08-12 14:00:06
"ტელეკომპანიის დახურვის ვერაგული გეგმა... ”მავრმა თავისი საქმე გააკეთა"

გამოაცხადებს გაკოტრებულად, გაყიდის აქტივებს( მიწას, ქონებას), გაისტუმრებს ვალებს, რაც დარჩება, ჩაიდებს ჯიბეში, შეასრულებს ბოროტი მავრის ფუნქციას და აითესება - ამ განცხადებით, რომან გოცირიძე, ქიბარ ხალვაშის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის "რუსთავი2"-ს ყიდის. 

"ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ს ვყიდიო. ეს არის ამ ტელეკომპანიის დახურვის ვერაგული გეგმა. გამოაცხადებს გაკოტრებულად, გაყიდის აქტივებს( მიწას, ქონებას), გაისტუმრებს ვალებს, რაც დარჩება, ჩაიდებს ჯიბეში, შეასრულებს ბოროტი მავრის ფუნქციას და აითესება.
”მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს”! შორს ვერ წავა. სხვა დროა,"- წერს რომან გოცირიძე. 

ამავე თემაზე