2019-08-12 10:13:15
გვარამიას საქმე - ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

ნიკა გვარამიას საქმე - ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს. დიმიტრი საძაგლიშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს პროკურატურის არათანმიმდევრულ ქმედებაზე და საგამოძიებო უწყებას "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ ნაჩქარევად ბრალის წაყენებაში ადანაშაულებს.

„სასამართლომ მიიჩნია რომ ამ შეზღუდვის დაწესებით ნიკა გვარამიას მიმალვის შესაძლებლობა გამოირიცხება. თუმცა მას აკრძალვა არ აქვს, მას არ ეკრძალება დატოვება უბრალოდ მას სჭირდება თანხმობა საგამოძიებო ორგანოსი. არანაირ რისკებს ეს არ აზღვევს და სინამდვილეში არც არსებობს რისკი მიმალვასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ნიკა გვარამიამ იცის რომ 7 წლის განმავლობაში მასზე არაერთი საქმე მიმდინარეობდა. გაცნობიერებული აქვს ის რისკი, რომ შეიძლება გახდეს პატიმარი. უკანონო მაგრამ მაინც. ის თვლის რომ არსად არ უნდა წავიდეს, აქ უნდა დარჩეს და გააგრძელოს ბრძოლა იმ ფორმით და იმ პირების წინააღმდეგ რა ფორმითაც აკეთებდა ამ 7 წლის განმავლობაში,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამავე თემაზე