2019-08-09 18:39:54
ძალიან გაბედული და ნიჭიერი კაცია გვარამია! მხდალი, უნიჭო ხიხოს კაპიტულაციას სწორედ ის ჩაიბარებს სულ მალე! - სააკაშვილი

ძალიან გაბედული და ნიჭიერი კაცია გვარამია! მხდალი, უნიჭო ხიხოს კაპიტულაციას სწორედ ის ჩაიბარებს სულ მალე! - ასე ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში, "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც გვარამიამ პროკურატურასთან გააკეთა.

ძალიან გაბედული და ნიჭიერი კაცია გვარამია! მხდალი, უნიჭო ხიხოს კაპიტულაციას სწორედ ის ჩაიბარებს სულ მალე!

"კორუფცია არის ჩემი წითელი ხაზი. მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში და არა მხოლოდ მე ვიბრძვი კორუფციის წინააღმდეგ და საკუთარი მაგალითით ვცდილობ დავამტკიცო, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი მაგრამ არ იპარავდე. არც ერთ სხვა ბრალზე არ მექნებოდა ასეთი რეაქცია. 2013 წელს მან ერთხელ უკვე გადაკვეთა ეს წითელი ხაზი, მაგრამ სასმართლომ გამამართლა. ზუსტად ამ ხაზის გადაკვეთა იყო ინსპირატორი, რომ მე მას 7 წლის განმავლობაში ვაფარჩაკებდი, დღეს მან გადაკვეთა ეს ხაზი მეორედ და მე მას ვპირდები, მას ელის განადგურება და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე,"-განაცხადა გვარამიამ.

ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურაში შესვლამდე გააკეთა.

ამავე თემაზე