2019-08-09 16:20:14
"მოვითხოვთ განმეორებითი კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას" - ოქრუაშვილის ადვოკატი 

მოვითხოვთ განმეორებითი კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას - ამის შესახებ განცხადება, "გამარჯვებული საქათველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის, ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა გააკეთა. ადვოკატი საეჭვოდ მიიჩნევს დამატებით წარდგენილ დოკუმენტაციას, რომელიც საბაჟო დეკლარაციებია და არ გამორიცხვას, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

„ეს რომ არაობიექტურია, ეს ცალსახაა, ვინაიდან, საქმეში, მოგეხსენებათ, გვაქვს სამი დასკვნა, სადაც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ 2010 წლის ოთხი თებერვლის დოკუმენტზე შესრულებული ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არის ნამდვილი, ანუ შესრულებულია მის მიერ. არცერთ ექსპერტს ამაში ეჭვი არ შეუტანია, ამ ექსპერტიზის დასკვნის დასადებად გამოყენებული იქნა ქიბარ ხალვაშსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის დადებული ხელშეკრულებები, სადაც არსებობს 14 ხელმოწერა და 14 ხელმოწერის ნიმუში დედნის სახით, რომელიც იქნა შედარებული 2010 წლის 4 თებერვლის დოკუმენტს, ამ დოკუმენტზე შედარების შედეგად იყო ცალმხრივი და ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნამდვილად ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის ეს ხელმოწერა. ვფიქრობთ, რომ გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს, მოვითხოვთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას, კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა.

ამავე თემაზე