2019-08-09 15:35:37
"ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას" - ბაქრაძე 

ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას - ასე ეხმაურება, ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე, "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე ბრალის წაყენებას. ბაქრაძე, შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლება კერძო კომპანიის დირექტორის საქმიანობით არის დაკავებული 

„ამ ქვეყანაში, სადაც მარტო წელს, 6 თვეში, 735 მილიონი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია, ხელფასებში, სადაც ათეულობით მილიონი ლარი, ხალხის ფული, იფლანგება არამიზნობრივად, კორუფციაში, ნეპოტიზმში და ტენდერებში. ამ ქვეყანაში კომერციული სტრუქტურის დირექტორისთვის, ბრალის წაყენება კომერციული კომპანიის საქმიანობაზე ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება, პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და პარალელურად მცდელობა, ხელი შეეშალოს მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას. მოდი შევხედოთ პროცესს დინამიკაში, დღეს ბრალი წაუყენეს, "რუსთავი 2"-ის დირექტორს, გუშინ დაკითხვაზე ჰყავდათ „ტვ პირველის“ მფლობელი, წინა კვირაში ბრალი წაუყენეს ქვეყნის ორ უმსხვილეს ბიზნესმენს, იმის წინ დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, მანამდე იმუნიტეტი მოუხსნეს და ბრალი წაუყენეს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას“, - ამბობს დავით ბაქრაძე.

ბაქრაძე ამბობს, რომ პოლიტიკური რეპრესიების დაწყება მხოლოდ და მხოლოდ, „ოცნების“ დასასრულის მაჩვენებელია.  

„ყველაფერი ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ვერ შეძლებს, სინამდვილეში ეს მხოლოდ ამთავრებს და აჩქარებს „ქართული ოცნების“ დასასრულს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამავე თემაზე