2019-08-09 15:30:54
„რუსთავი 2-ის“ ირგვლივ პროკურატურის მიერ დაწყებული ნებისმიერი გამოძიება შერჩევითი მართლმსაჯულების დემონსტრირება იქნება - სალაძე

საიას- თავმჯდომარე სულხან სალაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ პროკურატურის მიერ დაწყებული ნებისმიერი გამოძიება შერჩევითი მართლმსაჯულების დემონსტრირება იქნება.

„ორიოდე სიტყვას ვიტყვი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენების შესახებ. სანამ პროკურატურა - "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების: ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის განცხადების საფუძველზე, 2012 წლის დეკემბერში დაწყებულ გამოძიებას არ მიიყვანს ლოგიკურ დასასრულამდე, მანამ რასაც პროკურატურა გააკეთებს, შერჩევითი მართლმსაჯულების დემონსტრირება უფრო იქნება (სხვა რომ არაფერი ვთქვათ) ვიდრე კანონის უზენაესობის დაცვა", - ამბობს სალაძე.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითიდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს 19:00 საათზე არის პროკურატურაში დაბარებული.

ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე