2019-08-09 14:29:00
"ქართული ოცნება" რაც უფრო მეტ მკვეთრ მოძრაობას გააკეთებს, უფრო სწრაფად ჩაიძირება - კანდელაკი

"ქართული ოცნება" რაც უფრო მეტ მკვეთრ მოძრაობას გააკეთებს, უფრო სწრაფად ჩაიძირება ამ ჭაობში, რომელიც თავადვე შექმნა - ამ განცხადებით, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი, "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. 

"მოდის 2020 წლის არჩევნები. „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ვერ ხვდება რაოდენ შეცვლილი არის სურათი საქართველოში, რაოდენ შეცვლილი არის რადიკალურად საზოგადოებრივი აზრი ბოლო თვეების მოვლენების გამო, მათ შორის და რაც უფრო მეტ მკვეთრ მოძრაობას გააკეთებს, უფრო სწრაფად ჩაიძირება ამ ჭაობში, რომელიც თავადვე შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. ჭაობში ჩაძირვის პროცესში მყოფ ადამიანს ჰგავს ახლა „ქართული ოცნების“ მდგომარეობა. მათთვისვე უკეთესია, რომ ასეთი მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთონ,“- განაცხადა კანდელაკმა.

ამავე თემაზე