2019-08-09 13:12:00
"ამგვარი დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანოა" - ეკა გიგაური

ამგვარი დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანოა - ამ განცხადებას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დირექტორი, აუდიტის დასკვნის შეფასებისას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე თანამდებობის პირების მხოლოდ ხელფასებში, 507 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ეს არის არასწორი, რომ ხელფასები იზრდება, სახელფასო ფონდი იზრდება, სწორია, რომ გაიზარდოს იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა ტიპის პროექტები, რაც შექმნის დასაქმების ადგილებს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამინისტროები გაერთიანდა, მაინც საჯარო მოხელეების რაოდენობა ჩვენ ქვეყანაში არის ძალიან დიდი და ფაქტიურად, იმის გამო რომ ეკონომიკა არ ვითარდება, მთავარი დამსაქმებელი არის სახელმწიფო აპარატი, რაც არის არასწორი და ასეთი ვითარება როდესაც არის და ასეთი დამოკიდებულება, ეს ცხადია, ეკონომიკის განვითარებას და ზოგადად, ქვეყნის წინსვლას არ შეუწყობს ხელს,“- განაცხადა გიგაურმა.

ამავე თემაზე