2019-08-08 13:20:04
"რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულმა კონფლიქტმა შეასუსტა რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება" - ტომაშ პეტრიჩეკი

რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულმა კონფლიქტმა შეასუსტა რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის წლისთავს, რომელმაც შეასუსტა რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება. ასევე გახდა დიდი ტანჯვის და უსამართლობის მიზეზი. ერთი თვის წინ, მე ეს ჩემი საკუთარი თვალით ვიხილე საქართველოში ვიზიტის დროს, როდესაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ვიმყოფებოდი“, – განაცხადა ტომაშ პეტრიჩეკმა.

ამავე თემაზე