2019-08-07 15:34:08
"რუმინეთი მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერის საჭიროებას" - რუმინეთის საგარეო უწყება

რუმინეთი მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერის საჭიროებას, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელიც „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

„რუმინეთი მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერის საჭიროებას. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის და ნატო-ს მიმართულებით საქართველოს მისწრაფებების აქტიურ მხარდაჭერას“ – ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-11 წლისთავს შეეხება.

ამავე თემაზე