2019-08-07 15:32:35
"დღეს ჩვენ ვიხსენებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" - კერსტინ ლუნდგრენი

2008 წლის ომს შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი კერსტინ ლუნდგრენი ეხმაურება. შვედი პარლამენტარი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საოკუპაციო ხაზთან გადაღებულ ფოტოსურათს აქვეყნებს.

„ქართველები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გავლებული მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებს კერსტინ ლუნდგრენი.

ამავე თემაზე