2019-08-07 12:12:56
"ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ" - ჯონათან ჯენოგლი

ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვირერში“ ბრიტანელი პოლიტიკოსი, კონსერვატიული პარტიის წევრი ჯონათან ჯენოგლი წერს.

ბრიტანელი პოლიტიკოსი ​აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს ეხმაურება.

„11 წელი გავიდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის უკანონო ოკუპაციიდან. ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – ვკითხულობთ ჯონათან ჯენოგლის განცხადებაში.

ამავე თემაზე