2019-08-07 12:07:27
"რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიასა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, ამას არასდროს უნდა შევურიგდეთ" - ლინას ლინკევიჩუსი

რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიასა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, ამას არასდროს უნდა შევურიგდეთ - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

„თერთმეტი წელი საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ განზრახული აგრესიის შემდეგ. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიასა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, რასაც ყირიმი და დონბასი მოჰყვა. ამას არასდროს უნდა შევურიგდეთ“, – აღნიშნავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

ამავე თემაზე