2019-08-06 17:57:13
"ხელოვნურად შენარჩუნებული კურსი მისი მყისიერად და უფრო დიდი მასშტაბით გაუფასურების გარანტი იქნება" - ბესო ნამჩავაძე

ხელოვნურად შენარჩუნებული კურსი მისი მყისიერად და უფრო დიდი მასშტაბით გაუფასურების გარანტი იქნება - ასე ეხმაურება, ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე, ეროვნული ბანკის დღევანდელ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ უწყება დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისაგან. 

"სებ-მა დოლარი არ გაყიდა. ამ განცხადების პირველი წინადადება პასუხია პარლამენტარების, პრემიერ მინისტრის და თბილისის მერის მოწოდებებზე. წინა კვირაში გაყიდული 33 მლნ დოლარი უფრო სებ-ის "ფრეზენსის" ჩვენება იყო, რასაც პანიკა უნდა ჩაეცხრო, ნაწილობრივ მაინც მიიღწა. მაგრამ, მთავრობამ და სატელიტებმა ტურიზმის დადებითი სტატისტიკაც კი უარყოფითად თარგმნეს, ჯამში პროცესი დააზარალეს. სებ-მა თუ ყოველდღიურად ლარის კურსის სიმყარეზე იფიქრა, შემოდგომიდან 3.0-იც სანატრელი გახდება. მცდარია ამ პროცესში მხოლოდ სებ-ის ინსტრუმენტების იმედად ყოფნა. საბოლოოდ, ლარის კურსზე მთავრობის პოლიტიკას და საგარეო ფაქტორებს უფრო აქვს გავლენა, ვიდრე სებ-ის ინსტრუმენტებს. რეზერვების გაყიდვით მაქსიმუმ სექტემბრამდე ვიქნებით ბედნიერი და საბოლოოდ, ხელოვნურად შენარჩუნებული კურსი მისი მყისიერად და უფრო დიდი მასშტაბით გაუფასურების გარანტი იქნება.” - განაცხადა, ბესო ნამჩავაძემ.

ამავე თემაზე