2019-08-06 14:24:54
"დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში არ შეიძლება, მხოლოდ ერთ მიმართულებას, ტურიზმს დავუკავშიროთ" - კალაძე 

დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში არ შეიძლება, მხოლოდ ერთ მიმართულებას, ტურიზმს დავუკავშიროთ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა კიდევ უნდა გადადგას, კონკრეტული ნაბიჯები და წარუდგინოს საზოგადოებას გეგმა და ხედვა, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რათა ლარის კურსის პრობლემა იქნეს მოხსნილი 

„ზოგადად, ლარის კურსი პრობლემა არის ყველასთვის. ტენდენცია წამოვიდა დასტაბილურებისკენ, თუმცა დღეს გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას კიდევ კონკრეტული ნაბიჯები და წარუდგინოს საზოგადოებას გეგმა და ხედვა, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ ეს პრობლემა იქნეს მოხსნილი, მოგვარებული. დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში ძალიან ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. არ შეიძლება, მხოლოდ ერთ მიმართულებას, მაგალითად ტურიზმს დავუკავშიროთ. ყველა ფაქტორმა იქონია გავლენა – მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა, ყველაფერმა ერთობლიობაში მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე