2019-08-06 13:13:47
„არ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ანტირეკლამა არ უნდა არსებობდეს" - სალაძე

„არ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ანტირეკლამა არ უნდა არსებობდეს" - ეს განცხადება, საიას თავმჯდომარემ გააკეთა. სულხან სალაძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი შეცვლა, ხოლო ის რაც წარადგინა მმართველმა გუნდმა არ შეიძლება საარჩევნო რეფორმად იქნას განხილული.

„არ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ანტირეკლამა არ უნდა არსებობდეს. ეს არის პოლიტიკური რეკლამის ნაწილი, პოლიტიკური პარტიები რაზე ააგებენ მათ შეტყობინებებს დამოკიდებულია ამ პოლიტიკურ პარტიებზე, აქ აქცენტების გადატანა მედიაზე, შეზღუდვების შემოტანა ეს ჩვენს სახელმწიფოში იმუშავებს უფრო ცუდად, ვიდრე ის რომ დააზღვიოს გარკვეული სიკეთეები, რომელსაც თითქოს უნდა ემსახურებოდეს ის,“-აცხადებს საიას თავმჯდომარე.

ამავე თემაზე