2019-08-06 13:07:45
ლარი კვლავ უფასურდება - ექსპერტები პროდუქტებზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ

ლარი კვლავ უფასურდება - ექსპერტები პროდუქტებზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ და მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

ბმლუბმბერგზე ვაჭრობა 2.90 ლარად დაიწყო თუმცა ამ დროისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 2 თეთრით უკვე გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება 2.92 ლარს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები გამოსავალი არ არის. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის გაყიდვა მოლოდინების და მოსახლეობაში პანიკის ჩასაცხრომად გადაწყვიტა. გიორგი კეპულაძე ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობამ ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ეროვნულ ბანკს არ უნდა აკიდოს.

„მხოლოდ ინტერვენციით ლარის კურსის საშუალო ვადაში გამყარება წარმოუდგენელია. ეს იყო მხოლოდ მოლოდინების ჩასაცხრომად და პანიკის ჩასაცხრომად, შესაბამისად, ახლა იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს მაკროეკონომიკური ფაქტორები უნდა იყოს წესრიგში და მოსალოდნელია, რომ ჩვენ შეგვიმცირდება იმპორტი და იმპორტის შემცირებით, ვთქვათ, შესაძლებელი იქნება, რომ ნაკლები ვალუტა გავიდეს ქვეყნიდან. საგადამხდელო ბალანსი თუ არ იქნა წესრიგში ლარი ასე მარტივად ვერ გამყარდება და ამაზე და არ ეცადოს, რომ გადააბრალოს, ვთქვათ, ეროვნულ ბანკს და მას აკიდოს მთელი პასუხიმგებლობა ლარის კურსზე,“- განაცხადა კეპულაძემ.

ამავე თემაზე