2019-08-06 12:48:28
„ეს კეთდება იმისთვის, რომ შინაარსობრივად გაკონტროლდეს პოლიტიკური რეკლამა" - კახიძე

ეს კეთდება იმისთვის, რომ შინაარსობრივად გაკონტროლდეს პოლიტიკური რეკლამა – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებების პროექტში სიძულვილის ენის დეფინიცია არ არის მოცემული და ჩანაწერი ბუნდოვანია.

„ეს კეთდება იმისთვის, რომ შინაარსობრივად გაკონტროლდეს პოლიტიკური რეკლამა. საკმაოდ პრობლემურია, რადგან სიძულვილის ენის დეფინიცია არ არის მოცემული და ბუნდოვანია ჩანაწერი. როცა ჩანაწერს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სასამართლო გაავრცელებენ, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება სერიოზულად შეიზღუდოს და ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს. ეს ჩანაწერი ან უნდა გაუქმდეს, ან მკაფიოდ განიმარტოს, რა იგულისხმება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე