2019-08-05 16:24:59
ლარის რეკორდული გაუფასურება - ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ფინანსურ მაქინაციებს არ გამორიცხავს

ლარის რეკორდული გაუფასურება - ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ფინანსურ მაქინაციებს არ გამორიცხავს. ექსპერტს საეჭვოდ ეჩვენება განვითარებული პროცესები.

„ერთის მხრივ აბრალებდე ოპოზიციას მოვლენებს, რომელიც როგორც ირკვევა არ მომხდარა, ანუ ტურისტული ნაკადი არ შემცირებულა და ამით რომ პასუხისმგებლობას იხსნიდე, ასეთი რაღაცის გაკეთება ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია, მხოლოდ ბავშვს შეუძლია ასეთი ტყუილის თქმა. დაახლოებით იმას ჰგავს მურაბით რომ გვაქვს პირი მოთხვრილი და დედას რომ უმტკიცებ, რომ მურაბა არ გიჭამია. დაახლოებით იგივე პროცესთან ხომ არ გვქონდა საქმე, რომ ვიღაცას ძალიან შეეშინდა და დაიწყო ფულის გადახურდავება ვალუტაში და უცხოეთში გატანა. ბიძინა ივანიშვილს ამის პრობლემა ნაკლებად აქვს, პატარა ბოსები ქვეყანაში უკვე არიან, რომლებიც შესაძლოა ასე მოქმედებდნენ,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამავე თემაზე