2019-08-05 15:38:48
"ლარი გააუფასურა მთავრობის მიერ ფულის არათანაბარზომიერმა და ჭარბმა მიწოდებამ, გაუფასურების მიზეზი არის ბიუჯეტი" - გოცირიძე  

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება შეეცადა ეროვნული ვალუტის ვარდნა და შექმნილი კრიზისი ოპოზიციისთვის გადაებრალებინა, თუმცა უშედეგოდ.

გოცირიძე მმართველი გუნდის მიერ ბიუჯეტის არათანაზომიერ ხარჯვაზე ამახვილებს ყურადღებას და ლარის გაუფასურების ერთ-ერთ ერთ მიზეზად სწორედ ამას ასახელებს.

„მთვარობას უნდოდა თავი დაეძვრინა აი, ამ ტყუილებით და ყველაფერი გადაებრალებინა ტურიზმისათვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა სტატისტიკა, მათ შორის მონეტარული და ფინანსური სტატისტიკა დავინახეთ, რომ ლარი გააუფასურა მთავრობის მიერ ფულის არათანაბარზომიერმა და ჭარბმა მიწოდებამ, ძირითადად გაუფასურების მიზეზი არის ბიუჯეტი. შარშანდელი ბიუჯეტის აუთვისებელი თანხები დიდი, დიდძალი თანხები ავანსად გადაერიცხათ მხარჯავ ერთეულებს და შარშანდელი ბიუჯეტის და წლევანდელი ბიუჯეტის ორივე ნაწილი ზვავივით დააწვა აი, ამ ფინანსურ ბაზარს,“- განაცხადა გოცირიძემ.

ამავე თემაზე