2019-08-01 14:45:25
ამერიკული მედიის ცნობით, ბინ ლადენის შვილი ლიკვიდირებულია

ამერიკული მედია ბინ ლადენის შვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 წლის ჰამზა ბინ ლადენი სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს, რომელშიც შეერთებული შტატები მონაწილეობდა. 

ჰამზა ბინ ლადენმა ბოლო მიმართვა 2018 წელს გაავრცელა და არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ხალხს რევოლუციის მოწყობისკენ მოუწოდა. მარტში საუდის არაბეთმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა.

ბინ ლადენის შვილის ადგილსამყოფელზე მედიაში სხვადასხვა ვერსია სახელდებოდა. ზოგიერთი  მედია საშუალება წერდა, რომ ჰამზა ბინ ლადენი ირანში შინაპატიმრობაში იყო, ზოგი კი ამბობდა, რომ ის ავღანეთში, პაკისტანში ან სირიაში იმყოფებოდა.

შეერთებულმა შტატებმა თებერვალში ჰამზა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის მილიონ დოლარიანი ჯილდო დააწესა.    

ამავე თემაზე