2019-08-01 10:20:32
შსს-მ დუშეთში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1968 წელს დაბადებული ზ.ც. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, დუშეთში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მისი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“ სისტემატურად ასაღებდა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ზ.ც.-გან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გასაღებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.

ამავე თემაზე