2019-07-30 13:51:52
თურქმენეთში პრეზიდენტის გარდაცვალებაზე საუბრის გამო 3 პირი დააკავეს - მედია

თურქმენეთში, სულ მცირე სამი მოქალაქე დააკავეს იმ ბრალდებით რომ მათ ქვეყნის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სიკვდილის შესახებ “ჭორები გაავრცელეს“. ამის შესაახებ რუსული Lenta.ru “თურქმენეთის ქრონიკაზე“ დაყრდნობით წერს. 

გამოცემის თანახმად, თურქმენეთის რესპუბლიკის დედაქალაქ აშხაბადსა და რეგიონებში სამართალდამცველების მობილიზება გამოცხადდა, რათა ისინი “პრეზიდენტის გარდაცვალებისა ან მისი გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ ცრუ ინფორმაციას ებრძოლონ”.

მათივე თქმით, “ჭორების გავრცელების ბრალდებით, რომლებიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ხელს უწყობს“ უკვე დაკავებულია სამი ადამიანი.

პირველი ინფორმაცია  გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ 20 ივლისს გავრცელდა. პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ Telegram-ის ერთ-ერთმა არხმა, El-Murid-მა და YouTube-ის ოპოციზიურმა ანგარიშმა, «Свободный Туркменистан»-მა გაავრცელეს. გარდაცვალების მიზეზად კი ავადმყოფობა სახელდებოდა. მანამდე 15 დღის განმავლობაში, ბერდიმუჰამედოვი მედიასთან არ გამოჩენილა.

25 ივლისს კი ტელეკომპანია Altyn Asyr-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც თურქმენეთის პრეზიდენტი რესპუბლიკის დედაქალაქში დადგემილი მშენებლობების ესკიზებს ეცნობა. 
 

ამავე თემაზე