2019-07-29 14:56:30
კარასინი თანამდებობას ტოვებს

კარასინი თანამდებობას ტოვებს. გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, სერგეი ლავროვის მოადგილის თანამდებობაზე სამი კანდიდატია შერჩეული. თუმცა დიდი ალბათობით, მას საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი შეცვლის. ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. მათ შორის იყო რუსეთის ელჩი საქართველოში. 2007 წელს ივან ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ ორ რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ქვეყნიდან გააძევა.

რაც შეეხება გრიგორი კარასინს, ოფიციალური ინფორმაციით, ის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ასაკის გამო ტოვებს. 

ამავე თემაზე