2019-07-24 15:20:29
ანაკლიის პროექტს არაფერი ემუქრება - თურნავა

ანაკლიის პროექტს არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძისადა ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
თურნავას თქმით, პროექტი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია და მას საფრთხე არ ემუქრება.  

"როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ანაკლიის პროექტი წარმოადგენს ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. სახელმწიფოს პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს გაცხადებული და აქედან გამომდინარე, ამ პროექტს არაფერი ემუქრება," - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორებს პასუხს სასამართლო გასცემს და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.  

ამავე თემაზე