2019-07-24 10:22:12
როგორც ჩანს, არ აქვთ უნარი, რომ ვიღაცამ უთხრას ამ ზარდიაშვილს, რომ ეს არის კატასტროფა, რასაც ის კადრულობს - ბესელია ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივის

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ეთიკის კომისიაში უჩივის და მისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მოითხოვს. ბესელია ზარდიაშვილს არარაობას უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრ რამეს საჯაროდ არ ლაპარაკობს.   უმრავლესობის ყოფილი წევრი დარწმუნებულია, რომ მას ხელისუფლება სწორედ ვანო ზარდიაშვილის პირით ესაუბრება, რის გამოც აფრთხილებს ყოფილ თანამოაზრეებს, რომ ასეთი საუბრის გაგრძელების შემთხვევაში მისი პასუხი ძალიან მწვავე იქნება.

„ყველა ზღვარს რომ გადააბიჯებს ადამიანი, მისმა პატრონმა უნდა გააჩეროს თუ ამის გაჩერების უნარი აქვს, როგორც ჩანს, არ აქვთ უნარი, რომ ვიღაცამ უთხრას ამ ზარდიაშვილს, რომ ეს არის კატასტროფა, რასაც ის კადრულობს. ან მეორე ვერსიაა, მეორე მოცემულობაა, როდესაც არსებობს რაღაც ტიპის სტანდარტი და ამ სტანდარტით მსჯელობს ეთიკის საბჭო, რისთვისაც ის შეიქმნა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ სიამოვნებით შევხდება ეკა ბესელიას ეთიკის საბჭოში.

„ძალიან კარგია თუ აპირებს და საერთოდ იცის, ეთიკა რა არის, გამიხარდება, ნებისმიერ შემთხვევაში თუ მას ჰგონია, რომ აქამდე ცალმხრივად შეიძლებოდა თურმე შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება, ისეთი ამორალური ქმედების დაბრალება, როგორიც ვიდეოების გავრცელებაა და ა.შ. ძალიან კარგი, დიდი სიამოვნებით შევხვდები მას ეთიკის საბჭოში,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.  

ამავე თემაზე