2019-07-23 19:07:57
დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, უვადო პატიმრობა შეეფარდა

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში მსჯავდებულ გიორგი ყუფარაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე გამოაცხადა. სასჯელის გამოცხადებას არ დასწრებია მსჯავრდებული გიორგი ყუფარაძე.

როგორც სასამართლოში წარმოდგენილ ოქმში იყო მითითებული, ყუფარაძემ უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე. ასევე, მოსამართლის სახელზე დაწერილ განცხადებაში, ის აცხადებდა, რომ თანახმა იყო, მის გარეშე ჩატარებულიყო სასჯელის დანიშვნის სხდომა. გიორგი ყუფარაძეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გუშინ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. მსჯავრდებული გიორგი ყუფარაძე 12 ნაფიცი მსაჯულიდან ცხრამ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნო, სამმა კი უდანაშაულოდ.

ამავე თემაზე