2019-07-19 16:29:05
"მე არც პროდასავლური ვარ არც პრორუსული, მე ვარ პროქართული" - ბოკერია

მე არც პროდასავლური ვარ არც პრორუსული, მე ვარ პროქართული -  ევროპული საქართველოს წევრი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება. ბოკერიას თქმით, თუ გინდა თქვა, რომ საქართველო უნდა მოტრიალდეს პუტინისკენ და საკუთარი თავისუფლების დათმობისკენ, იძახი, რომ მე არც პროდასავლური მინდა ვიყო, არც პრორუსული, მე ვარ პროქართული.

"მე არც პროდასავლური ვარ არც პრორუსული, მე ვარ პროქართული," ეს განწყობა, რაც ამ შემთხვევაში რუსთავი ორის სარედაქციო პოზიციასთან დაკავშირებით დააფიქსირა მტრული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სინამდვილეში არის დაფარულად თქმა, რომ გინდა რომ პროპუტუნური იყო. პირდაპირ ამის თქმა, არ შეიძლება საქართველოში, ამიტომ თუ გინდა თქვა, რომ საქართველო უნდა მოტრიალდეს პუტინისკენ და საკუთარი თავისუფლების დათმობისკენ, იძახი, რომ მე არც პროდასავლური მინდა ვიყო, არც პრორუსული, მე ვარ პროქართული. ამას იძახიან ხოლმე ოცნების სატელიტები, თვითონ ოცნების წარმომადგენლები, ამიტომ ლავროვი გვეხმარება ამ თავისი გულწრფელი განცხადებებით რუსთავი ორთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ზოგიერთი ვითომ პატრიოტული და ძალები და დღეიდან რეალურად ყველა ვინც მართლა ანტიქართულ საქმეს აკეთებს, ანუ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას, თავისუფალი სამყაროს ღირსეულა წევრად გახდომას ეწინააღმდეგება, ყოველთვის გვეტყვის ხოლმე, მე არც პროდასავლური ვარ, არც პრორუსული, ვარ პროქართული და ეგრევე უნდა მივხვდეთ, რომ ისინი გულისხმობენ ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედებას და პუტინის ბანაკში არიან და უნდათ ჩვენი დაბრუნება იმ ჭაობში, რასაც ერქვა საბჭოთა კავშირი," - ამბობს ბოკერია. 

ამავე თემაზე